Thursday, October 19, 2017

მე-8 დღე


რეფლექსია


    ძალიან საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე. 
ვისაუბრეთ აქტივოვების შესახებ, ასევე მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებებზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოში მე-6 მოდულის (დაგეგვმა მოსწავლეთა წარმატებისათვის) პირველი აქტივობა, მე-7 (ფასილიტაციის ტექნოლოგიებით) მოდული. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონი სუსტი მოსწავლეებისათვის. განვიხილეთ რამდენიმე საინტერესო საიტი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.
:)

Sunday, October 15, 2017

რეფლექსია - მე-7 დღე


რეფლექსია



    გავიხსენეთ წინა დღე და შესწავლილი მასალა. 
მიმოვიხილეთ მოსწავლის სავარაოუდო ნაშრომის შექმნის მნიშვნელობა. 
ვისაუბრეთ სასწავლო პროდედურებზე, გავწერეთ პროექტის მსვლელობა ჩვენი თემიდან გამომდინარე.
ასევე შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზების გრაფა.


  :)

Saturday, October 14, 2017

რეფლექსია-5


დღე მეხუთე




გავიხსენეთ წინა დღე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც დამეხმარა იმის გაგებაში, რა პრობლემები დახვდებოდა მოსწავლეებს პროექტის განხორციელების დროს. ვიმუშავებ უფრო ზუსტი ინსტრუქციების შედგენაში, რაც დაეხმარება მოსწავლეებს წარმატებით შეასრულონ დავალება. ჩემს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გადავიტანეთ ღრუბლებში
ვისაუბრეთ როგორ უნდა დავწეროთ სასწავლო პროცედურები, შევადგინეთ სქემის სახით, დავათვალიერეთ მზა პროექტებში სასწავლო პროცედურები, მივიღეთ დავალება - გავწეროთ ჩვენი პროექტისათვის სასწვლო პროცედურები.






Sunday, October 8, 2017

რეფლექსია -4

რეფლექსია

მეოთხე დღე იყო დატვირთული სხვადასხვა საინტერესო თემებით, ერთერთი მნიშვნელოვანი თემა იყო  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა.

განვიხილეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვისაუბრეთ შეფასების ხუთ სტრატეგიაზე, თითოეულ სტრატეგიაზე ვმუშაობდით წყვილებში.