Tuesday, June 7, 2016

რეფლექსია-3


ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით  - მოდული 2. სასწავლო პროექტების დაგეგმას.

გავეცანით სტანდარტების გათვალისწინებას, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,  რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.

  განვიხილეთ პრეზენტაცია - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური, და შინაარსობრივი კითხვების გააზრება, შედგენა, გაზიარებაზე.


განვიხილეთ “ncp.ge” ესგ-ს პორტალი, სტანდარტები და ინდიკატორები. ავირჩიე  სტანდარტები და ინდიკატორები ჩემი პროექტისათვის და გადავიტანე პროექტში. ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე. 

Thursday, June 2, 2016

რეფლექსია-2



ტრენინგის მეორე დღე უფრო საინტერესო იყო J

გავეცანით სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგვმას (კვლევის მიმოხილვა, სასწავლო ღონისძირებების დაგეგვმის პროცესის განხილვა, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის განხილვა), სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს.

ტრენერის ინსტრუქციის მიხედვით შევქმენი საქაღალდეები ჩემს პორტფოლიოში. ასევე, google drive-ში ავტვირთე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. ვისაუბრეთ google drive-ის უპირატესობაზე.


განვიხილეთ პროექტის გეგმისა და დიზაინის პირველადი მონახაზზი. 

Monday, May 30, 2016

რეფლექსია-1-ლი დღე




გავეცანი ინტელის ძირითადი  კურსის მიზანს,  რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების წახალისებას.

განვიხილეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის გეგმის შაბლონი, სახელმძღვანელო, მზა პროექტები. 

ტრენინგი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდარაც შეეხება ტრენერს  საკმაოდ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის, გასაგები და მარტივი ენით.