ინტელის ძირითადი კურსი
Saturday, October 21, 2017
Thursday, October 19, 2017
მე-8 დღე
რეფლექსია
ძალიან საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე.
ვისაუბრეთ აქტივოვების შესახებ, ასევე მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებებზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოში მე-6 მოდულის (დაგეგვმა მოსწავლეთა წარმატებისათვის) პირველი აქტივობა, მე-7 (ფასილიტაციის ტექნოლოგიებით) მოდული. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონი სუსტი მოსწავლეებისათვის. განვიხილეთ რამდენიმე საინტერესო საიტი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.
:)
Sunday, October 15, 2017
რეფლექსია - მე-7 დღე
რეფლექსია
გავიხსენეთ წინა დღე და შესწავლილი მასალა.
მიმოვიხილეთ მოსწავლის სავარაოუდო ნაშრომის შექმნის მნიშვნელობა.
ვისაუბრეთ სასწავლო პროდედურებზე, გავწერეთ პროექტის მსვლელობა ჩვენი თემიდან გამომდინარე.
ასევე შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზების გრაფა.
:)
Saturday, October 14, 2017
რეფლექსია-5
დღე მეხუთე
გავიხსენეთ წინა დღე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც დამეხმარა იმის გაგებაში, რა პრობლემები დახვდებოდა
მოსწავლეებს პროექტის განხორციელების დროს. ვიმუშავებ უფრო ზუსტი ინსტრუქციების
შედგენაში, რაც დაეხმარება მოსწავლეებს წარმატებით შეასრულონ დავალება. ჩემს მიერ
შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გადავიტანეთ ღრუბლებში.
ვისაუბრეთ როგორ უნდა დავწეროთ სასწავლო პროცედურები, შევადგინეთ სქემის სახით, დავათვალიერეთ მზა პროექტებში სასწავლო პროცედურები, მივიღეთ დავალება - გავწეროთ ჩვენი პროექტისათვის სასწვლო პროცედურები.
Sunday, October 8, 2017
რეფლექსია -4
რეფლექსია
მეოთხე დღე იყო დატვირთული სხვადასხვა საინტერესო თემებით, ერთერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა.
განვიხილეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვისაუბრეთ შეფასების ხუთ სტრატეგიაზე, თითოეულ სტრატეგიაზე ვმუშაობდით წყვილებში.
Tuesday, June 7, 2016
რეფლექსია-3
ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით - მოდული 2. სასწავლო პროექტების დაგეგმას.
გავეცანით
სტანდარტების გათვალისწინებას, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
განვიხილეთ
პრეზენტაცია - მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები.
ვისაუბრეთ
ზოგადი, თემატური, და შინაარსობრივი კითხვების გააზრება, შედგენა, გაზიარებაზე.
განვიხილეთ
“ncp.ge” ესგ-ს პორტალი, სტანდარტები
და ინდიკატორები. ავირჩიე სტანდარტები და ინდიკატორები
ჩემი პროექტისათვის და გადავიტანე პროექტში. ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე.
Thursday, June 2, 2016
რეფლექსია-2
ტრენინგის მეორე დღე უფრო საინტერესო იყო J
გავეცანით სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგვმას (კვლევის მიმოხილვა,
სასწავლო ღონისძირებების დაგეგვმის პროცესის განხილვა, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის
განხილვა), სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს.
ტრენერის ინსტრუქციის მიხედვით შევქმენი საქაღალდეები ჩემს პორტფოლიოში.
ასევე, google drive-ში ავტვირთე სასწავლო
პროექტის გეგმის შაბლონი. ვისაუბრეთ google drive-ის უპირატესობაზე.
განვიხილეთ პროექტის გეგმისა და დიზაინის პირველადი მონახაზზი.
Subscribe to:
Posts (Atom)